გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას 108 დრონით შეუტია, დაშავდა სამოქალაქო სატვირთო მატარებლის მძღოლი

Published:

12 მაისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 108 „შაჰედის“ ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 55 დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში სამოქალაქო სატვირთო მატარებელზე მიტანილი იერიშის შედეგად მატარებლის მძღოლი დაშავდა.

“ზავი იგნორირებულია, სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე მტრული თავდასხმები გრძელდება”. – ნათქვამია უკრაინის რკინიგზის განცხადებაში.

შეტევაში ასევე 30 სიმულაციური დრონიც მონაწილეობდა, რომლებმაც მიზანს ვერ მიაღწიეს.

მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, მიკოლაევის, დონეცკისა და ჟიტომირის ოლქები.

საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული საბრძოლო მოწყობილობების დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img