ელისეის სასახლე – როცა ევროპის ერთიანობა პრობლემას წარმოადგენს, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცსაც ნარკოტიკად წარმოაჩენს

Published:

როდესაც ევროპის ერთიანობა პრობლემას წარმოადგენს, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცსაც ნარკოტიკად წარმოაჩენს, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიევისკენ მიმავალ მატარებელში ემანუელ მაკრონის მიერ გამოყენებული ხელსახოცის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ამ ცრუ ინფორმაციას საფრანგეთის მტრები ავრცელებენ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ფხიზლად იყავით მანიპულაციებთან“, – აღნიშნულია ელისეის სასახლის განცხადებაში.

ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია ორ ფოტოს აქვეყნებს: პირველზე ასახულია მაგიდაზე დადებული ხელსახოცი განმარტებით: „ეს ხელსახოცი გასაწმენდადაა“. მეორე ფოტოზე – ევროპული ქვეყნების ლიდერების ფოტოზე დატანილია წარწერა: „ეს არის ევროპული ერთიანობა მშვიდობის ხელშესაწყობად“.

ცნობისთვის, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგიდაზე, რომლის გარშემოც ემანუელ მაკრონი ფრიდრიხ მერცთან და კირ სტარმერთან ერთად იჯდა, თეთრ ფხვნილიანი პაკეტი იდო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img