მულტიფუნქციური კორპორაცია “სფერო ჰოლდინგი” ციფრული ფულის SFERO COIN-ის პრეზენტაციას კომპანიის სათაო ოფისში, “ექსპო ჯორჯიაში” გამართავს.
ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იქნება პირველი ქართული კრიპტოვალუტა — Sfero Coin, რომელიც შეიქმნა ინოვაციური ეკონომიკური ხედვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე. გაიმართება Sfero Coin-ის ოფიციალური წარდგენა საზოგადოებისთვის, გაიმართება ვრცელი პრეზენტაცია პროექტის ხედვებისა და სტრატეგიული განვითარების გეგმების შესახებ, ასევე იქნება დისკუსია ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ქართულ რეალობაში ინტეგრაციის შესაძლებლობებზე.
ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები კრიპტო, ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების სფეროებიდან და მომავლის პროექტების პრეზენტაცია იქნება: როგორ აპირებს Sfero Coin ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სპიკერები ისაუბრებენ ქართული კრიპტოს წარმოშობაზე, საზოგადოებას გააცნობენ ექსკლუზიურ ინფორმაციას ადგილობრივ ინოვაციურ ფინანსური პლატფორმის შესახებ, ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან მაღალი რანგის სტუმრები ბიზნესიდან, სახელმწიფო სექტორიდან, საინვესტიციო წრეებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.