საპატრიარქო 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Published:

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება და სამების ტაძრისკენ საზეიმო მსვლელობა მოეწყობა.

ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს ლოცვა-კურთხევა მრევლთან ერთად ლოცვით მსვლელობაში ჩაერთონ.

“როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.

მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბებიან, სადაც 14:00 საათზე პარაკლისი აღევლინება და ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ საზეიმო მსვლელობა დაიწყება.

ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ლოცვით მსვლელობაში ჩაერთონ”, – ნათქვამია საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img