6 მაისს ბუნდესტაგმა ახალ კანცლერს, ფრიდრიხ მერცს უნდა უყაროს კენჭი. თანამდებობაზე დასამტკიცებლად 630-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მას, სულ მცირე, 316 ხმა დასჭირდება.
თუკი ფრიდრიხ მერცი ხმათა საკმარის რაოდენობას ვერ მოაგროვებს, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატას ექნება ორკვირიანი ვადა ალტერნატიული კანდიდატის ასარჩევად. თუკი ეს ნაბიჯიც წარუმატებელი აღმოჩნდება, გერმანიის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტს ენიჭება უფლებამოსილება კანცლერად წარადგინოს კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობის მქონე კანდიდატი, ან დაითხოვოს ბუნდესტაგი და დანიშნოს ახალი ფედერალური არჩევნები.
5 მაისს, ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, ქრისტიან-სოციალური კავშირმა და სოციალ-დემოკრატიული პარტიამ ხელი მოაწერეს კოალიციურ შეთანხმებას.
პოლიტიკური გაერთიანებები თანხმდებიან ახალი მთავრობის ფორმირებაზე, სადაც ცნობილია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობას შეინარჩუნებს თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი.