„თბილისი ენერჯის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზმომარაგება 5500 აბონენტს შეუწყდა.
კომპანია განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
„გაცნობებთ, რომ ვლადიმერ ჯიქიას (ახლ. ანნა პოლიტკოვსკაიას) ქუჩაზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს 6 მაისის 01:10 საათზე, გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა: წმ. მოწამე ვასილისკოს ქ. 14, ალექსანდრე იოსელიანის III შეს. 1, II შეს. 2, II შეს. 2-8-6 (წმ. ვასილისკოს ქ. 8), II შეს. 3, ალ. იოსელიანის ქ. 95, 99 (ჯიქიას მიმდებარე ტერიტორია, ნაკვ. 28), 101, ჯიქიას ქ. 5-ში (ელიზბარ მინდელის ქ. 12) მდებარე შპს ,,დონა გრუპი”-ს, ელიზბარ მინდელის ქ. 11, ელიზბარ მინდელის ქ. 12, ელიზბარ მინდელის ქ. 7ბ, ჯიქიას ქ. 9ა-ში (იგივე 9ა-45 და პოლიტკოვსკაიას ქ. 45) მდებარე შპს “საქაგრომანქანას”, 9ა-51, პოლიტკოვსკაის ქ. 55-ში მდებარე შპს “ჯეო ტექინვესტი”-ს, პოლიტკოვსკაიას ქ. 57-ში (ჯიქიას ქ. 9ა-57) – შპს “სოლო დეველოპმენტი”-ს, ჯიქიას ქ. 9ა-1, 9ა-2, 9ა-3, პოლიტკოვსკაიას ქ. 32-30-ში მდებარე შპს “სეუ გრუპ დეველოპმენტ კომპანი”-ს, პოლიტკოვსკაიას ქ. 36-ში – შპს “ჯიქია 36”-ის, შპს “კომპაქტ დეველოპმენტი”-ს საცხოვრებელი კორპუსისა და ჯიქიას ქ. 7-ში მდებარე ,,A” და ,,B” ბლოკის (ახლ. ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. 36 და 38), ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 41ა (იგივე ჯიქიას ქ. 9ა, 9ა-3), ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 20, გაზის მიწოდება შეუწყდება ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. 10/12, 10.12. 12, 12ა-ში მდებარე შპს ,,აპ დეველოპმენტი”-ს, შპს ,,ნოვო დეველოპმენტი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ასევე პოლიტკოვსკაიას ქ. 22ა-ში მდებარე შპს ,,ნოვო ჯიქია 22”-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 10/12-ში მდებარე შპს ,,ნოვო დეველოპმენტი”-ს, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 47 (ჯიქიას ქ. 9), ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 57-ში მდებარე შპს ,,სოლო დეველოპმენტი”-ს, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 59 (იგივე ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 9ა-57), ელიზბარ მინდელის ქ. 9ე-ში (ვაკის რაიონის ქუჩა, ნაკვ. 005/086) მდებარე შპს ,,გრინ ლაიფი”-ს, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 46ა (ჯიქიას ქ. 18), ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 44, 48, 50, 50-1, 50-2 (ჯიქიას ქ. 18ბ, 18გ), ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, ნაკვ. 31/45-ში (წმ. მოწამე ვასილისკოს ქ. 10) მდებარე შპს ,,ანკო”-ს, წმ. ვასილისკოს ქ. 3 (იგივე ჯიქაის ქ. 7, 7-ის მიმდებარედ), ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, ნაკვ. 28, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ შპს ,,კომპაქტ დეველოპმენტი”-ს, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, 50-52-ში მდებარე შპს ,,კომპაქტ +”-ის, ომარ ფხაკაძის ქ. 26-ში მდებარე ამხ. ,,ფხაკაძე 26”-ის საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. ასევე ალექსანდრე იოსელიანის, ნაფეტვრების, ჯიქიას, ძოწის ქუჩაზე (ლისის მიმდებარედ) მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შსს ეკონომიკური დეპარტამენტი, სსიპ ‘’სოხუმის უნივერსიტეტი”, სამთო ინსტიტუტი, შპს ,,ასორტი ვერე”, შპს “ევრორეგიონალური სასწავლო უნივერსიტეტი”, შპს ,,სისტემ ნეტ”, შპს ,,მვპ სტამბა”, გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი და სხვა. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს 10:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 სთ-მდე. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის. გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“,-აღნიშნულია განცხადებაში.