რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები იწყება

Published:

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეს, 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“რია ნოვოსტის” ცნობით, პირველ რეისს ავიაკომპანია UVT Aero “ვნუკოვო – სოხუმის” მარშრუტზე შეასრულებს. პირველი რეისი 3 მაისს უნდა შესრულებულიყო, თუმცა როგორც რუსული მედია წერს, გაზრდილი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებინა.

ცნობილია, რომ ოკუპირებულ სოხუმში მოსკოვიდან ასევე ავიაკომპანია Ifly, და მოსკოვსა და კრასნოიარსკიდან კომპანია “ნორდსტარი” იფრენენ.

სოხუმის აეროპორტი ქლაქიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. საჰაერო ნავსადგური 1960-იან წლებში აშენდა და 1993 წელს დაიხურა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img