Reuters – შვედეთის პოლიციამ ქალაქ უფსალაში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი დააკავა

Published:

შვედეთის პოლიციამ ქალაქ უფსალაში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

შვედეთის პოლიციის განცხადებით, სამშაბათს, ქალაქ უფსალში მომხდარი სროლის შედეგად, 3 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს.

პოლიციის ცნობით, სროლა, რომელიც საპარიკმახეროში მოხდა, „იზოლირებული ინციდენტი“ იყო.

შვედური მედიის ინფორმაციით, დაკავებული 18 წლამდე მოზარდია, ხოლო გარდაცვლილები 15-დან 20 წლამდე ახალგაზრდები არიან.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img