საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის, დიდი სლემის ტურნირის, ძირითად ბადეში ითამაშებს. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში იაპონელი იასუტაკა უჩიამა სამ სეტში 6:4; 3:6; 6:3 დაამარცხა.
უკვე ცნობილია ბასილაშვილის მომდევნო მეტოქის ვინაობაც. ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც ამჟამად ATP-ის 152-ე ჩოგანია, ინდიან უელსის ტურნირის 1/64 ფინალში აშშ-ს წარმომადგენელ დავიდ გირონს შეხვდება.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბაილაშვილმა ინდიან უელსის ტურნირის ფინალი 2021 წელს ითამაშა და იმ დროს იგი მსოფლიოს მე-16 ჩოგანი იყო.