არსებული ინფორმაციით, რუსთავში მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

Published:

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ადამიანი მოკლეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოკლულია ორი ქალი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img